საქართველოში COVID-19–ის შემთხვევების რაოდენობამ 1100–ს გადააჭარბა
24/07/2020 05:58:49 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19 19 პირს დაუდასტურდა. ამრიგად, ქვეყანაში სადღეისოდ კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რადენობა 1104–ს გაუტოლდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ–გვერდზე განახლდა.
განახლებული მონაცემების თანახმად, განკურნებულთა რაოდენობა 912 –მდე გაიზარდა, მათგან გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა ერთი პირი.
გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, კარანტინის რეჟიმში რჩება 5936 პირი, სტაციონარში მეტვალყურეობის ქვეშ – 268.
კორონავირუსს საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 16 ადამიანი ემსხვერპლა.


