Accentnews.ge
86 წლის შემდეგ პირველად, აია-სოფიაში მუსლიმური ღვთისმსახურება ჩატარდება

86 წლის შემდეგ პირველად, აია-სოფიაში მუსლიმური ღვთისმსახურება ჩატარდება

24/07/2020 05:48:44 მსოფლიო

86 წლის შემდეგ პირველად, აია-სოფიაში დღეს მუსლიმური ღვთისმსახურება ჩატარდება. ლოცვას რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც დაესწრება. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა აია-სოფიას შესასვლელში განთავსებული აბრა შეცვალა.

თურქეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერის იბრაჰიმ კალიმის ინფორმაციით, ფარდით დაიფარება ღვთისმშობლისა და სერაფიმების ფრესკები. 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ სულთან მაჰმედ მეორემ ბრძანა, რომ ღვთისმშობლის და სერაფიმების ეს ფრესკა არ დაეფარათ.

11 ივნისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია–სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა. მოგვიანებით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია–სოფიას სტატუსის შეცვლის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, რომლის თანახმად, აია–სოფიას მუზეუმის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი ექნება.

10 ივლისს იუნესკომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ, ცვლილებების შემთხვევაში, აია-სოფიას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი გადაიხედება.

ცნობისათვის: წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, იგი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს.

1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S