საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო: "ბოლო კვირაში Covid-19–ის ახალი შემთხვევების რაოდენობა 26%–ით გაიზარდა"
23/07/2020 19:56:37 მსოფლიო
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო კვირაში ქვეყანაში Covid-19–ის ახალი შემთხვევების რაოდენობა 26%–ით გაიზარდა.
უწყების ცნობით, აღნიშნულს ისიც განაპირობებს, რომ ქვეყანაში ტესტირებების რაოდენობა გაიზარდა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში Covid-19-მა 30 182 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 179 398 შემთხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 630 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 379 000–ს გადააჭარბა, 9 354 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1085-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 911 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.


