ჯანმო – "ქვეყნები, რომელთაც სადღეისოდ ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ვირუსის აფეთქების რისკის ქვეშ მაინც არიან"
23/07/2020 19:42:08 საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მაიკ რაიანის განცხადებით, "ქვეყნები, რომელთაც სადღეისოდ ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ვირუსის აფეთქების რისკის ქვეშ მაინც არიან".
"მაგალითად, ესპანეთმა და გერმანიამ შეძლეს ვირუსის კონტროლი, თუმცა ყოველთვის არსებობს რისკი, მოხდეს დაავადების ხელახალი აფეთქება", – განაცხადა რაიანმა
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მთავრობებმა ფართომასშტაბიან ჩაკეტვაზე მეტად ყურადღება იმაზე, უნდა გაამახვილონ, თუ როგორ შეაკავონ აფეთქება, კერძოდ, უნდა მოხდეს კონტაქტების დროული მოძიება და სწრაფად მოქმედების შემთხვევაში დაავადების მასშტაბურ გავრცელებასაც აიცილებენ თავიდან.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 630 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 379 000–ს გადააჭარბა, 9 354 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1085-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 911 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.


