Accentnews.ge
იგეგმება თუ არა "ლილოს" ბაზრობის დაკეტვა

იგეგმება თუ არა "ლილოს" ბაზრობის დაკეტვა

23/07/2020 17:29:40 საზოგადოება

„ლილო მოლის“ დირექტორის გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, ლილოს ბაზრობის დახურვა ამ ეტაპზე არ იგეგმება და იგი იმედოვნებს, რომ აღნიშნულის აუცილებლობა არ დადგება.

მისივე თქმით, ხვალიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება, ზომები გამკაცრდება და ყველა დასაქმებული მკაცრად გაკონტროლდება.

„ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ახლოს არის იმ რაიონთან, სადაც იმატა შემთხვევების რაოდენობამ. ბატონი ამირანი ბრძანდებოდა და ვიწყებთ ფართომასშტაბიან სკრინინგს იმ გეოგრაფიულ შესაძლო კონტაქტებთან, ვისთანაც შეიძლება, ვირუსის არსებობა იყოს დადასტურებული. მივყვებით ეპიდემიოლოგიური სამსახურის რეკომენდაციებს და ერთობლივი ძალებით, ვფიქრობთ, კარგ შედეგს მივიღებთ. ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, უბრალოდ გამკაცრდება ზომები. იქნება თერმოსკრინინგი,ასევე პირბადეების მკაცრი კონტროლი, სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ვიმეორებ, რომ "ლილოს" ბაზრობის დახურვა არ იგეგმება. არ მგონია, ამ ზომამდე მივიდეთ", – განაცხადა „ლილო მოლის“ დირექტორმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S