Accentnews.ge
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: "15 აგვისტომდე კორონავირუსი ქვეყანაში 164 000–ზე მეტ ადამიანს იმსხვერპლებს"

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: "15 აგვისტომდე კორონავირუსი ქვეყანაში 164 000–ზე მეტ ადამიანს იმსხვერპლებს"

23/07/2020 16:51:01 მსოფლიო

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) პროგნოზით, 15 აგვისტომდე კორონავირუსი ქვეყანაში 164 000–ზე მეტ ადამიანს იმსხვერპლებს. შესაბამისი ინფორმაცია CDC–მ დღეს გაავრცელა.

აშშ–ში Covid-19-ით ყოველ ნახევარ საათში 2600–ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება, რაც მსოფლიოში დაავადების გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქვეყანაში Covid-19–ის პირველი შემთხვევა 21 იანვარს დადასტურდა და ვირუსი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ პირველი შემთხვევის დაფიქსირებდან 98 დღეში აშშ–ში უკვე 1 მილიონი კოვიდ–ინფიცირებული იყო. კიდევ 43 დღეში – 2 მილიონი და კიდევ 27 დღის შემდეგ – 3 მილიონი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 71 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა. იგი Covid-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, აშშ–ში Covid-19-მა 146 000–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 4 101 308 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 630 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 379 000–ს გადააჭარბა, 9 354 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1085-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 911 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S