Accentnews.ge
უკრაინაში შეიარაღებულმა პირმა მძევლად აყვანილი პოლიციის უფროსი გაათავისუფლა, თავად კი მიმალვა მოახერხა

უკრაინაში შეიარაღებულმა პირმა მძევლად აყვანილი პოლიციის უფროსი გაათავისუფლა, თავად კი მიმალვა მოახერხა

23/07/2020 14:35:32 მსოფლიო

უკრაინაში შეიარაღებულმა პირმა მძევლად აყვანილი პოლიციის უფროსი გაათავისუფლა, თავად კი მიმალვა მოახერხა, – იუწყება უკრაინული მედია.

ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციის უფროსი მძევლად უკრაინის ქალაქ პოლტავაში აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად მან აფეთქების მუქარით კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები აიყვანა მძევლად, თუმცა მოგვიანებით, მოლაპარაკების შედეგად, კრიმინალური გამოძიების რეგიონული განყოფილების უფროსმა, ვლადიმირ შიიანმა ოფიცრების გათავისუფლება შეძლო და მძევლად თავად ჩაბარდა. ისინი ავტომობილით პოლტავიდან გავიდნენ და კიევის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

პოლიციის ოფიცრების მძევლად აყვანამდე, კრიმინალური გამოძიების განყოფილების თანამშრომლები მამაკაცის დაკავებას ცდილობდნენ, რომელიც ავტომობილის უკანონო დაუფლებაშია ეჭვმიტანილი. დაკავების დროს თავდამსხმელმა „ერგედე-5“-ის ტიპის ხელყუმბარა ამოიღო და პოლიციელები მძევლად აიყვანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S