Accentnews.ge
ცერცვაძე: „ძალიან ცუდი სიტუაცია იყო იმისთვის, რომ დაგვედო უკეთესი შედეგები“

ცერცვაძე: „ძალიან ცუდი სიტუაცია იყო იმისთვის, რომ დაგვედო უკეთესი შედეგები“

23/07/2020 11:32:09 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი გამოყოფილი 40 მლნ ლარით აშენდება თუ უკვე აშენებული შენობა მოიძებნება მათი საავადმყოფოსთვის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"აქ იყო ძალიან ცუდი სიტუაცია იმისთვის, რომ დაგვედო უკეთესი შედეგები, ვიდრე დავდეთ", - აღნიშნა ცერცვაძემ.

„პროცესში [კორონავირუსის წინააღმდეგ გრძოლის] თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა ჩვენმა ცენტრმაც, რომელიც იყო პირველი მიმღები და შემდეგ მთავარი მიმღები კოვიდინფიცირებული ავადმყოფების. გატარებული ჰყავს ყველაზე დიდი რაოდენობა კოვიდინფიცირებული პაციენტებისა – 266, ჰყავს ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი და მხოლოდ ერთი გარდაცვლილი. ესეც არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. გარდა ამისა, ეს ცენტრი, ჩვენ, პრემიერის დავალებით ვხელმძღვანელობდით, კოორდინაციას ვუწევდით მთელ პროცესს „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვისას.

აი, ასეთ დაწესებულებას არ ჰქონდა საკუთარი ტერიტორია და შენობები. იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში, ენით აუღწერელ პირობებში. მედიის დამსახურება ძალიან სერიოზულია იმაში, რომ მთავრობის ყურამდე მიგქონდათ ის გაჭირვება და უმძიმესი სიტუაცია, რომელშიც ეს ცენტრი მუშაობდა, ამაზე საუბრობდა უამრავი პაციენტი, რომლებიც ტელეფონით იღებდნენ სავალალო მდგომაროებას და ავრცელებდნენ მას“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დაქვემდებარებაში იყოს კლინიკა, რომელიც მოემსახურება განსაკუთრებით მძიმე დაავადებებს. ცერცვაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია ახალ შენობაში იყოს ბოქსირებული განყოფილებები, რომლის მნიშვნელობაც კორონავირუსთან ბრძოლის დროს დადასტურდა.

23 ივლისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის 40 მლნ ლარი გამოიყოფა. შენობაში, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო, ძლიერი წვიმის დროს წყალი ჩადიოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S