Accentnews.ge
„მითების დეტექტორი": Haqqin-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტო სადახლოს საბაჟოზეა გადაღებული

„მითების დეტექტორი": Haqqin-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტო სადახლოს საბაჟოზეა გადაღებული

23/07/2020 10:32:02 საზოგადოება

„მითების დეტექტორის" ცნობით, აზერბაიჯანული მედიაგამოცემის „Haqqin.az" -ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან, რომელზეც, მათი თქმით, საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთის მიმართულებით მიმავალი სამხედრო ტექნიკაა ასახული, ერთ-ერთი ფოტო ნამდვილად საქართველოს ტერიტორიაზეა გადაღებული.

„ფოტოზე მოცემული დეტალებისა და მათი სატელიტურ გამოსახულებებთან, ასევე ონლაინ სივრცეში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალასთან შედარებით დგინდება, რომ ფოტო საქართველოს მხარეს, სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტშია გადაღებული", - წერს „მითების დეტექტორი".

19 ივლისს აზერბაიჯანულმა მედიაგამოცემა „Haqqin.az"-მა სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია, რომ სომხეთს შეიარაღება სერბეთმა საქართველოს გავლით მიაწოდა.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S