საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 19 000–ს გადააჭარბა
23/07/2020 10:10:44 მსოფლიო
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 19 000–ს გადააჭარბა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთშია დაღუპული.
- თურქეთი: 222 402 ინფიცირებული, 5 545 გარდაცვლილი
- აზერბაიჯანი: 28 633 ინფიცირებული, 385 გარდაცვლილი
- სომხეთი: 36 162 ინფიცირებული, 688 გარდაცვლილი
- რუსეთი: 795 038 ინფიცირებული, 12 892 გარდაცვლილი
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 630 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 379 000–ს გადააჭარბა, 9 354 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1085-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 911 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.


