Accentnews.ge
სომხეთში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 36 000–ს გადააჭარბა

სომხეთში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 36 000–ს გადააჭარბა

23/07/2020 09:49:50 მსოფლიო

სომხეთში COVID-19–ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 36 000–ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში დაავადებით 10 ადამიანი გარდაიცვალა და 469 დაინფიცირდა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში Covid-19-მა 688 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 36 162 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 25 244 პირი.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 630 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 379 000–ს გადააჭარბა, 9 354 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1085-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 911 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S