Accentnews.ge
61 ქლის ქალი, რომელსაც COVID-19 ქუთაისში დაუდასტურდა, ბაზრობაზე მუშაობდა

61 ქლის ქალი, რომელსაც COVID-19 ქუთაისში დაუდასტურდა, ბაზრობაზე მუშაობდა

23/07/2020 08:40:10 საზოგადოება

61 ქლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი ქუთაისში დაუდასტურდა, ქალაქის ერთ–ერთ ბაზრობაზე მუშაობდა.

ირკვევა, რომ ქალს მაღალი ტემპერატურა 3–4 დღის განმავლობაში აღენიშნებოდა, ჰქონდა ყელის ტკივილი და ამ ჩივილებით მან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა. კვლევის შემდეგ კი პაციენტს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

ცნობილია, რომ მოკვლეულია პაციენტის 25 კონტაქტი და მიმდინარეობს მათი იზოლირება. ამასთან, ქალის ოჯახი 7 წევრისგან შედგება, მათ შორის არის ხანდაზმულიც. არიან თუ არა ინფიცირებულები ოჯახის წევრებიც, ტესტირების შემდეგ გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1085 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 911 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S