Accentnews.ge
გასულ 24 საათში საქართველოში COVID-19–ის დღური მაჩვენებელი განახევრდა

გასულ 24 საათში საქართველოში COVID-19–ის დღური მაჩვენებელი განახევრდა

23/07/2020 06:51:25 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19 12 პირს დაუდასტურდა, ამრიგად ქვეყანაში სადღეისოდ კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რადენობა 1085–ს გაუტოლდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ–გვერდზე განახლდა.

განახლებული მონაცემების თანახმად, განკურნებულთა რაოდენობა 911 –მდე გაიზარდა, მათგან გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა ოთხი პირი.

გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, კარანტინის რეჟიმში რჩება 5 724 პირი, სტაციონარში მეტვალყურეობის ქვეშ – 247.

კორონავირუსს საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯამში 16 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S