ქუთაისში Covid-19-ის ახალი შემთხვევა გამოვლინდა
23/07/2020 06:17:55 საზოგადოება
ქუთაისში Covid-19-ის ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირებული 61 წლის ქალია და ის ქუთაისის მკვიდრია. პაციენტმა კლინიკას საკუთარი ინიციატივით მიმართა. მას ტემპერატურა აღენიშნებოდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის 3 პაციენტი მკურნალობს.


