Accentnews.ge
Covid-19-ის საწინააღმდეგო გერმანულ–ამერიკული წარმოების ვაქცინის გამოცდა ძირითად ეტაპზე გადადის

Covid-19-ის საწინააღმდეგო გერმანულ–ამერიკული წარმოების ვაქცინის გამოცდა ძირითად ეტაპზე გადადის

23/07/2020 06:00:56 საზოგადოება

Covid-19-ის საწინააღმდეგო ერთ–ერთი ვაქცინის გამოცდა ძირითად ეტაპზე გადადის. საუბარია ვაქცინაზე, რომელსაც ამერიკული კომპანია Pfizer და მისი პარტნიორი, გერმანული კომპანია BioNTech ქმნიან.

Pfizer-ში იმედი აქვთ, რომ ვაქცინის გამოცდის ძირითადი ეტაპი მომავალი კვირიდან დაიწყება. კომპანიის ინფორმაციით, ადრეულ ეტაპზე გამოცდამ აჩვენა, რომ ვაქცინით ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ვირუსთან საბრძოლველად საჭირო ანტისხეულებს.

აშშ-ის მთავრობა მზად არის, თითქმის 2 მილიარდი დოლარი გადაიხადოს COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო 100 მილიონ ვაქცინაში, თუკი ის უსაფრთხო და ეფექტური აღმოჩნდება. აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებული გამოცდის შემთხვევაში, ამერიკელებისთვის ვაქცინაცია უფასო იქნება და ძირითადი ხარჯის დაფარვა სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ. ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მეცნიერები მუშაობენ ახალი სახეობის კორონავირუსის საწინააღმდეგო 150-ზე მეტ ვაქცინაზე.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 630 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 379 000–ს გადააჭარბა, 9 354 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1073-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S