ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
23/07/2020 05:23:51 მსოფლიო
ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადებით 65 339 ადამიანი დაინფიცირდა და 1 293 გარდაიცვალა.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ბრაზილიაში Covid-19-მა 82 890 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 2 231 871 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1 532 138 პირი.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 630 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 379 000–ს გადააჭარბა, 9 354 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1073-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.


