Accentnews.ge
აშშ-მა ორ კომპანიას COVID-19–ის სავარაუდო ვაქცინის მილიონობით დოზა შეუკვეთა

აშშ-მა ორ კომპანიას COVID-19–ის სავარაუდო ვაქცინის მილიონობით დოზა შეუკვეთა

22/07/2020 17:14:46 მსოფლიო

აშშ მზადაა, გერმანული ფარმაცევტული კომპანია Biontech-ისა და ამერიკული Pfizer-სგან 100 მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინოს და მასში 2 მილიარდი დოლარი გადაიხადოს.

თუ ცდები წარმატებით ჩაივლის და კომპანიები მიიღებენ უფლებას, რომ დაიწყონ პრეპარატის გადაუდებელი წარმოება, ვაქცინას აშშ-ის მოსახლეობა სავარაუდოდ, წლის ბოლოს მიიღებს უფასოდ. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში პანდემია რთულდება.

როგორც ტრამპმა 21 ივლისს აღნიშნა, ვაქცინის და მკურნალობის სფეროებში წინსვლაა. ამასთან, მან ამერიკელებს პირბადეების ტარებისკენ მოუწოდა, მანამდე კი თავად თვეების განმავლობაში ამბობდა უარს პირბადეზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S