Accentnews.ge
ფშაველი - აბანო - ომალოს საავტომობილო მონაკვეთზე რამდენიმე ადგილას გზა ჩამოიშალა

ფშაველი - აბანო - ომალოს საავტომობილო მონაკვეთზე რამდენიმე ადგილას გზა ჩამოიშალა

22/07/2020 16:53:17 საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თუშეთთან დამაკავშირებელი, ფშაველი - აბანო - ომალოს საავტომობილო გზის 36-40 კმ-ზე, რამდენიმე ადგილას გზა ჩამოიშალა. უწყების ცნობით, გზა ორივე მიმართულებით დაკეტილია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ძლიერი წვიმისა და უამინდობის გამო, თუშეთთან დამაკავშირებელი, ფშაველი - აბანო - ომალოს საავტომობილო გზის 36-40 კმ-ზე, რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა გზა.

ამჟამად, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საავტომობილო გზა დაკეტილია ორივე მიმართულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S