Accentnews.ge
ისრაელში COVID-19–ის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ისრაელში COVID-19–ის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

22/07/2020 16:24:43 მსოფლიო

ისრაელში COVID-19–ის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 1 977 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ისრაელში დღემდე კორონავირუსული ინფექციის 54 663 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 22 920 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 430 პაციენტი იმსხვერპლა.

ამასთან, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მთავრობა რესტორნების დახურვას ითხოვდა, თუმცა ქნესეთის კორონავირუსის კომიტეტმა მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S