Accentnews.ge
ცერცვაძე საავადმყოფოებს აფრთხილებს: „ყველა პოლიკლინიკა იყოს მობილიზებული“

ცერცვაძე საავადმყოფოებს აფრთხილებს: „ყველა პოლიკლინიკა იყოს მობილიზებული“

22/07/2020 14:08:35 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი მცირედით მაგრამ, მაინც იზრდება და ამიტომ ყველა პოლიკლინიკა უნდა იყოს მობილიზებული.

"დღეს გვქონდა 24 ახალი შემთხვევა. იმედი მაქვს, რომ ასეთ პატარა მატებებს საქართველო დაძლევს ისე, რომ არ დაუშვებს სერიოზული მეორე ტალღის გაჩენას. ახლა პასუხისმგებლობა გადმოვიდა ჩვენზე – კლინიკურ სექტორზე. გავააქტიურეთ ჩვენი კომუნიკაციები და სხვადასხვა კოვიდ–კლინიკებში ვიზიტები, რადგან, როდესაც რაოდენობა იმატებს, იმატებს არა ძალიან, არამედ მცირედ მაგრამ, იზრდება დატვირთვა კლინიკურ სექტორზე. ჩვენი მოვალეობაა ამ პაციენტებს გავუწიოთ დროული და ეფექტური დახმარება და ეს მცირე მატება არ გახდეს რაიმე ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევის მიზეზი, რომელსაც საქართველო პრაქტიკულად უკვე დაუბრუნდა. შეზღუდვების უმეტესობა უკვე მოხსნილია. აი ეს რიტმი რომ შევინარჩუნოთ და მოსახლეობას ჰქონდეს დაცულობის განცდა, ახლა დატვირთვა გადმოვიდა კლინიკურ სექტორზე. მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკურ სექტორს, განსაკუთრებით მცხეთის კლინიკას და თან გავაფრთხილო, რომ რადგან რაოდენობა მცირედით მაგრამ, მაინც იმატებს, ყველა პოლიკლინიკა იყოს მობილიზებული", – განაცხადა ცერცვაძემ მცხეთის საავადმყოფოში ვიზიტის შემდეგ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 24 ახალი ინფიცირებულიდან 7 არის შემოტანილი. ისინი არიან ტრაილერის მძღოლები. კიდევ 5 არის ინფიცირებულების კონტაქტები, 10 გარდაბანში კვლევის შედეგად გამოვლინდა, 2 დაავადებულის ინფიცირებულის წყარო არ არის ცნობილი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად სულ 1 073 პირს დაუდასტურდა, მათგან 907 გამოჯანმრთელდა და 16 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S