Accentnews.ge
ამერიკის შერთებულმა შტატებმა ჩინეთს ჰიუსტონში მდებარე საკონსულოს დახურვის მოთხოვნით მიმართა

ამერიკის შერთებულმა შტატებმა ჩინეთს ჰიუსტონში მდებარე საკონსულოს დახურვის მოთხოვნით მიმართა

22/07/2020 13:14:42 მსოფლიო

ამერიკის შერთებულმა შტატებმა ჩინეთს ჰიუსტონში მდებარე საკონსულოს დახურვის მოთხოვნით მიმართა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერ მორგან ორტაგუსის განცხადებით, ჩინეთის გენერალური საკონსულოს დახურვა ამერიკელების კერძო ინფორმაციის დაცვას უზრუნველყოფს.

ორტაგუსის თქმით, "ვაშინგტონი არ შეეგუება ჩინეთის მხრიდან აშშ-ის სუვერენიტეტის დარღვევას და მოსახლეობის დამცირებას, ისევე როგორც არ შეეგუება უსამართლო სავაჭრო პრაქტიკას, ამერიკული სამუშაო ადგილების ქურდობას და სხვა აღმაშფოთებელ ქმედებებს".

პეკინმა ვაშინგტონის გადაწყვეტილება „უპრეცედენტო ესკალაციად“ შეაფასა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ვონ ვენბინის განცხადებით, აშშ-ის პოლიტიკური პროვოკაცია აღმაშფოთებელი და გაუმართლებელია და პეკინი მკაცრ კონტრზომებს მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S