Accentnews.ge
"ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!" - დღეს შსს-სთან საპროტესტო აქცია გაიმართება

"ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!" - დღეს შსს-სთან საპროტესტო აქცია გაიმართება

22/07/2020 12:00:26 საზოგადოება

"ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! - ამ სახელწოდებით დღეს, 21:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეა".

"ბოლო დროს ახალგაზრდების გახშირებული, ბურუსით მოცული გარდაცვალებები საზოგადოებაში აჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს შსს-ს დანაშაულებრივი უმოქმედობისა და არაეფექტურობის მიმართ, რაც ქვეყანაში დაუცველობისა და უმწეობის აუტანელ გარემოს ქმნის.

დღეს 22 ივლისს, 21:00-ზე ვიკრიბებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ორთაჭალაში. ერთად დავიცვათ სიცოცხლე, მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეასრულოს საკუთარი მოვალეობები, არ დააფაროს ხელი დანაშაულს და გამოიძიოს საქმეები", - ნათქვამია აქციის აღწერაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S