Accentnews.ge
ბაზრობებზე მეთვალყურეობა სერიოზულად მკაცრდება

ბაზრობებზე მეთვალყურეობა სერიოზულად მკაცრდება

22/07/2020 09:14:52 საზოგადოება

ბაზრობებზე მეთვალყურეობა სერიოზულად მკაცრდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"შესვლისას თერმოსკრინინგი; ყველა პირებადეებით; ყველა მაღაზიაში, თუ დახლთან პირბადეებით მუშაობა; სოციალური დისტანცირება; ერთმანეთთან ახლოს არყოფნა და ხელების ხშირი დამუშავება სანიტაიზერებით – ეს აუცილებელია და ამაზე იქნება ძალიან სერიოზული მეთვალყურეობა, შესაბამისი ჯარიმებიც, შესაბამისი აღსრულებითი ღონისძიებები და ასე შემდეგ. ამის გარეშე, შედარებით მკაცრი ღონისძიებების გატარების გარეშე არის რისკი, რომ ინფექცია კიდევ უფრო გავრცელდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ათი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დადასტურდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S