Accentnews.ge
"მოსახლოებაში ცუდი დამყოლობაა, თუ არ მოგვეცემა კვლევის საშუალება, ყარაჯალარის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას ჩაკეტვა მოგვიწევს"

"მოსახლოებაში ცუდი დამყოლობაა, თუ არ მოგვეცემა კვლევის საშუალება, ყარაჯალარის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას ჩაკეტვა მოგვიწევს"

22/07/2020 09:07:51 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამრელიძის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, გაჩიანის დასახლებაში შემავალ სამ სოფელში გაფართოებული ტესტირება დადგეგმილი ტემპით ვერ მიმდინარეობს, რადგან მოსახლეობამ შემხვედრი ნაბიჯები არ გადადგა.

ამირან გამყრელიძე რადიკალური ღონისძიებების გატარებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა, სამი სოფლის – ყარაჯალარის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას ჩაკეტვა გახდეს საჭირო.

„სამწუხაროდ, მოსახლოებაში კვლევებზე ცუდი დამყოლობაა. გაფართოებული კვლევები დავიწყეთ. გვინდოდა, 7000 მოსახლე ამ კვირაში სრულად გამოგვეკვლია. შემხვედრი ნაბიჯები არ იდგემა და 350 ნიმუშზე მეტი ვერ აიღეს. არ გამოვრიცავ ამ რადიკალური ღონისძიებების გატარებას. თუ დამყოლობა არ იქნა სოფლის მოსახლეობის მხრიდან, არ მოგვეცა საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ, ფართომასშტაბიანი კვლევა ვაწარმოოთ ამ დასახლებაში, მაშინ ერთადერთი ნაბიჯი არის ამ სამი სოფლის იზოლირება, ჩაკეტვა. ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ მანამდე მოახლეობას ვთხოვთ, რომ იყოს მეტი დამყოლობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ათი გარდაბნის მუნიციპალიტეტში დადასტურდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S