Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა

22/07/2020 06:12:05 საზოგადოება

ბოლო 24 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი გაორმაგდა.

დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ ქვეყანაში ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 073 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 497 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 619 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 000 000–ს გადააჭარბა, 9 117 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S