ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 41 008 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
22/07/2020 05:39:25 მსოფლიო
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 41 008 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 2 159 654-ს აღწევს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსით 1 367 პაციენტი გარდაიცვალა.
განახლებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 81 000-ზე მაღალია.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 619 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 000 000–ს გადააჭარბა, 9 117 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1049-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 903 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.


