ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 62 752 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
22/07/2020 05:32:03 მსოფლიო
ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 62 752 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 195 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 14 947 428 შემთხვევა. აშშ ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 619 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 000 000–ს გადააჭარბა, 9 117 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1049-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 903 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.


