Accentnews.ge
კვლევა – თუ მოქალაქეების 90% ამ სამ წესს დაიცავს, Covid-19–ის ფართო მასშტაბის გავრცელებას ავიცილებთ თავიდან

კვლევა – თუ მოქალაქეების 90% ამ სამ წესს დაიცავს, Covid-19–ის ფართო მასშტაბის გავრცელებას ავიცილებთ თავიდან

21/07/2020 19:50:08 მსოფლიო

მეცნიერების განცხადებით, სამ მარტივ წესს შეუძლია, შეაჩეროს Covid-19–ის ფართო მასშტაბის გავრცელება იმ პირობებშიც კი, როდესაც არ არსებობს ვაქცინა. ეს სამი წესი შემდეგია: ხელების დაბანა, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

Medical Center Utrecht–ის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შესაბამისი კვლევის შედეგები ჟურნალ PLoS Medicine–ში გამოაქვეყნეს.

კვლევის შედეგების თანახმად, თუ ხსენებულ სამ წესს მოქალაქეები 50%–ით მაინც შეასრულებენ, ქვეყანა რთულ ეპიდვითარებას თავიდან აიცილებს. იმ შემთხვევაში თუ ამა თუ იმ სახელმწიფოს მოსახლეობა ნელა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეასრულებს ამ წესებს, ინფიცირების ახალი შემთხვევები შემცირდება.

მკვლევარები მოუწოდებენ მთავრობებს, მიაწოდონ უფრო დეტალური ინფორმაცია მოსახლეობას დაავადების გავრცელებისა და ხსენებული სამი წესის აუცილებლად დაცვის მნიშვნელობაზე.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 616 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 986 000–ს გადააჭარბა, 8 996 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1049-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 903 ადამიანი, ხოლო 16 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S