გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს
21/07/2020 19:21:39 საზოგადოება
გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს. ისინი საგამოძიებო ორგანოებს არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ და ახალგაზრდა ქალის სამძებრო სამუშაოებში ჯარის ჩართვას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.
23 წლის ახალგაზრდა ქალს მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ.
ოჯახის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან ავტომანქანით გავიდა. ბოლოს ის კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააფიქსირეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


