Accentnews.ge
უკრაინაში ავტობუსის გამტაცებელი დააკავეს

უკრაინაში ავტობუსის გამტაცებელი დააკავეს

21/07/2020 19:12:49 მსოფლიო

უკრაინაში, ქალაქ ლუცკში ავტობუსის გამტაცებელი დააკავეს და მძევლები გაათავისუფლეს. ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრი არსენ ავაკოვი სოციალურ ქსელში წერს.

შეიარაღებული პირი ლუცკში ავტობუსს დაესხა თავს და 20 მგზავრი მძევლად აიყვანა, რომელთა გასათავისუფლებად მოლაპარაკებები დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავტობუსში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S