რამდენ გულშემატკივარს დაუშვებენ სტადიონზე
21/07/2020 15:07:29 საზოგადოება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით სტადიონზე გულშემატკივრების დაშვება მოხდება შეზღუდვებით და უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით.
"თვეზე მეტია, რაც ჩემპიონატი დაიწყო, თუმცა მაყურებლების გარეშე. ალბათ ნანახი გაქვთ კადრები, როცა სტადიონებს მიღმა ადამიანები იკრიბებიან ვიწრო სივრცეში და ეს სასურველი ნამდვილად არაა. შესაბამისად, დადგა გულშემატკივრების სტადიონზე დაშვების საკითხი. დაშვება მოხდება შეზღუდვებით, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით და სტადიონის ტევადობის შესაბამისად. ცხადია, ვერ დავუშვებთ, რომ ყველა ერთად ისხდეს. ყველას მოვუწოდებდით, რომ დავიწვათ პროტოკოლის მოთხოვნები“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში პროტოკოლში ცვლილებები შევა მაყურებლის დაშვებასთან დაკავშირებით, მოხდება მატჩის საორგანიზაციო რეგულაციების შემუშავება.


