Accentnews.ge
გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებს COVID-19 დაუდასტურდათ

გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებს COVID-19 დაუდასტურდათ

21/07/2020 13:44:44 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ინფიცირებულები არიან იმ მამაკაცის ოჯახის წევრები, რომელიც კოვიდ-19-ის დიაგნოზით გამოწვეული გართულებების შედეგად 20 ივლისს გარდაიცვალა.

ამირან გამყრელიძის თანახმად, მათი მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია.

მანვე დაადასტურა ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები რამდენიმე ბაზრობაზე მუშაობდნენ და ვაჭრობდნენ, რის გამოც მათი კონტაქტების წრე შესაძლოა საკმაოდ ფართო იყოს:

„ამიტომაც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კიდევ უფრო გამკაცრებისა ზომების ბაზრობებთან დაკავშირებით. კერძოდ, აუცილებელი თერმოსკრინინგი, აუცილებელია სადაც იქნება გამოვლენა შესაბამისი სიმპტომებიანი ადამიანების, მათი ტესტირების და კონტაქტების“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ დროისათვის ახალ კორონავირუსზე უარყოფითი შედეგები აჩვენა ტესტირებამ იმ ადამიანებისა, რომლებთანაც სამედიცინო მანიპულაციების დროს ჰქონდა კონტაქტი გარდაცვლილ კაცს:

„მოგეხსენებათ, ის დიალიზზე იმყოფებოდა, ამიტომ ყველა იმ სამედიცინო პერსონალში და დიალიზზე მყოფ ადამიანებში ჩატარდა ტესტირება და, საბედნიეროდ, ამ ეტაპამდე ყველა უარყოფითია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტი, 72 წლის მამაკაცია.

როგორც გაირკვა, პაციენტი გეგმური ჰემოდიალიზის სეანსებზე დადიოდა ნეფროლოგის განვითარების კლინიკურ ცენტრში, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრის შენობაში მდებარეობს. მას გეგმიურ სეანსზე თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა აღმოაჩნდა, აუღეს ტესტი და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ პაციენტი 16 ივლისს მცხეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 1049 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 903 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილია 16 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S