გერმანია: "თურქეთმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს"
21/07/2020 12:58:10 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასის განცხადებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაზის მოპოვებისთვის ბურღვითი სამუშაოები უნდა შეწყვიტოს.
"ევროკავშირისა და თურქეთის ურთიერთობები მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ანკარა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში პროვოკაციებს შეწყვეტს", – განაცხადა მაასმა.
ცოტა ხნის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავიშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი კვიპროსის სანაპიროსთან ბურღვით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაახლებს.


