Accentnews.ge
ტყიბულში 65 წლის მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა

ტყიბულში 65 წლის მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა

21/07/2020 11:18:18 საზოგადოება

ტყიბულში 65 წლის მეშახტემ დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ირკვევა, რომ მეშახტე სამუშაო პირობების გაუარესებას აპროტესტებდა. კერძოდ, მან შეიტყო, რომ სახელფასო ანაზღაურება 900–ლარიდან 300–ლარამდე დაუყვანეს. ის დირექტორთან შევიდა, აუხსნა ოჯახური მდგომარეობა, რომ ერთადერთი მარჩენალი თავადაა, თუმცა უშედეგოდ. ინციდენტიც ამის შემდეგ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულელი მეშახტეები უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასა და ხელფასების ზრდას უკვე რამდენიმე კვირაა მოითხოვენ. შახტის თანამშრომლებმა 10 ივნისს მუშაობაზე უარი განაცხადეს, მას შემდეგ, რაც შახტში ინციდენტი მოხდა და 22 მეშახტე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S