შეზღუდვები, რომლებიც 21 ივლისიდან მოიხსნა
21/07/2020 10:31:57 საზოგადოება
დღეიდან ღია ცის ქვეშ სადღესასწაულო ღონისძიებები, კონცერტები დაშვებულია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
„პრაქტიკულად, დღეიდან უკვე დაშვებულია ღია სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიების გამართვა, მათ შორის სადღესასწაულო, საკონცერტო, ქორწილები, ყველა ახალგაზრდა ვულოცავ ამ რეგულაციის შესუსტებას. ამ შემთხვევაშიც უნდა დავიცვათ ზომიერება. არ დაგვავიწყდეს, რეკომენდაცია არის, რომ 100 კაცზე მეტი ადამიანი არ იყრიდეს თავს და არ მონაწილეობდეს ამ ღონისძიებებში. უნდა დავიცვათ ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული სხვა აუცილებელი რეკომენდაციებიც. მთლიანობაში, დღეიდან ღია ცის ქვეშ სადღესასწაულო ღონისძიებები, კონცერტები არის დაშვებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი დასაქმებულებისთვის, მათ შორის არიან ფოტოგრაფები, მუსიკოსები, ივენთმენეჯერები, სატრანსპორტო კომპანიები, რესტორნები, სასტუმროები, ვინც მონაწილოებს ასეთი ლამაზი ღონისძიებების მოწყობაში. გარკვეული სიფრთხილის დაცვით, დღეიდან შეგვიძლია, ამ საქმიანობას შევუდგეთ“, – განაცხადა მინისტრმა.


