Accentnews.ge
უკრაინაში შეიარაღებული პირი ავტობუსს თავს დაესხა და 20 მგზავრი მძევლად აიყვანა

უკრაინაში შეიარაღებული პირი ავტობუსს თავს დაესხა და 20 მგზავრი მძევლად აიყვანა

21/07/2020 09:35:13 მსოფლიო

უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლუცკში შეიარაღებული პირი ავტობუსს თავს დაესხა და 20 მგზავრი მძევლად აიყვანა.

ინციდენტის ადგილიდან სროლის ხმა ისმოდა.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს იარაღი და ასაფეთქებელი მასალა აქვს. მისივე ცნობით, თავდამსხმელის მოთხოვნები ჯერ–ჯერობით უცნობია.

"ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდეს. საქმე პირად კონტროლზე მყავს აყვანილი", – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი.

პოლიციას ინციდენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვს. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S