Accentnews.ge
ბოლო ერთ კვირაში დაფიქსირებული 63 შემთხვევიდან შვიდის ინფიცირების წყაროს ვერ მიაკვლიეს

ბოლო ერთ კვირაში დაფიქსირებული 63 შემთხვევიდან შვიდის ინფიცირების წყაროს ვერ მიაკვლიეს

21/07/2020 09:33:20 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და მათგან 7 პაციენტის ინფიცირების წყარო ამ დრომდე დაუდგენელია. ამ 7 პაციენტიდან ორს კორონავირუსი თბილისში დაუდასტურდა.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ტენდენცია, როდესაც გამოჯანმრთელებულების ყოველდღიური მაჩვენებელი ინფიცირებულებისას სჭარბობდა, შეიცვალა, რაც საყურადღებოა.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში 63 ახალი შემთხვევაა და 46 გამოჯანმრთელებული, რაც ინდიკატორია, რომელიც დამაფიქრებელია: ჩვენთან ბოლო თვენახევრის განმავლობაში ყოველდღიურად გამოჯანრთელებულთა რაოდენობა ჭარბობდა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რევერსი მოხდა და პირიქით გვაქვს, რაც ასვეე ინდიკატორია, ყურადღებამისაქცევია და შესაბამისი ზომებია გასატარებელი.

ამ 63 შემთხვევიდან 7–ის ინფიცირების წყარო დაუდგენელია ამ ეტაპისთვის“,– განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან 24 გარდაბნის მუნიციპალიტეტზე მოდის, აქედან 6 უშუალოდ გარდაბანში ფიქსირდება, 4 ყარათაკლიაში, 14 ყარაჯალაში. ამრიგად, გარდაბანში რამდენიმე კლასტერია ჩამოყალიბებდა, მათ შორისაა ე.წ. ლელაშხას კლასტერი, სადაც 5 შემთხვევა აღირიცხა.

„ეს ყველაფერი საყურადღებოა“,– დასძინა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, გამოკვლეულია 1077 ადამიანი, 894 კარანტინშია გადაყვანილი.

„მოსახლეობასთან ურთიერთობა ცოტა რთულია, კარანტინში გადაყვანა რთულდება. დილიდან ხსენებულ სოფლებში გაფართოებული ტესტირება დაიწყო“,– ამბობს გამყრელიძე.

მისივე ცნობით, საკოორდინაციო საბჭომ გარდაბნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიიღო.

"არ იქნა მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ [გარდაბნის] ჩაკეტვის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაა მიღებული თერმოსკრინინგისა ყველა იმ გაჩიანის დასახლების შესასვლელ პუნქტებში და ასევე, გაფართოებული ტესტირებისა მოსახლეობის ამ რეგიონსა და კერძოდ, გაჩიანის დასახლებაში".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S