Accentnews.ge
ახალი ორი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

ახალი ორი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია

21/07/2020 07:03:09 საზოგადოება

ახალი პაციენტებიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“,– აღნიშნა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, 5 კოვიდით ინფიცირებულთან კონტაქტია, ხოლო სამი იმპორტირებული, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ორს ვირუსი კარანტინში დაუდასტურდა.

ეზუგბაიას ცნობით, ამჟამად კოვიდ–ცენტრებში 168 პაციენტი მკურნალობს.

„ორნიშნა ციფრები არ არის კატასტროფა და ასეთი მატება მიღწევებზე არ მოახდენს გავლენა. მთავარია, წყაროების დადგენა ხორციელდება. 6 თვეზე მეტია, ამ პროცესს დაავადებათა კონტროლის ცენტრი წამატებით ახორციელებს და ასევე გააგრძელებს. ჩვენზეა დამოკიდებული, დადგენილ რეგულაციებს როგორ შევასრულებთ“,– განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S