Accentnews.ge
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: "ვხედავთ საგანგაშო ნიშნებს. კორონავირუსის გავრცელება იზრდება"

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი: "ვხედავთ საგანგაშო ნიშნებს. კორონავირუსის გავრცელება იზრდება"

21/07/2020 06:07:57 მსოფლიო

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ ოლივიე ვერანის განცხადებით, ქვეყანაში Covid-19-ის გავრცელება იზრდება.

"ვხედავთ საგანგაშო ნიშნებს, რომ ეპიდემია ბრუნდება. ვირუსის ცირკულაცია მზარდია. ეს გამოიხატა სასწრაფო დახმარების სამსახურების უფრო ხშირი გამოძახებით, კლასტერების რაოდენობით და საავადმყოფოებში გადაყვანილი პაციენტების რაოდენობის ზრდით“, – განაცხადა ოლივიე ვერანმა და დასძინა, რომ „მეორე ტალღა ჯერ შორია“.

ოლივიე ვერანის თქმით, ქვეყნაში დღეს 400 აქტიური კლასტერი ფიქსირდება.

20 ივლისის მონაცემებით, საფრანგეთში 176 754 კოვიდინფიცირებულია აღრიცხული. გარდაიცვალა 30 000-ზე მეტი პაციენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S