ციმბირში ტყის მასივი იწვის
21/07/2020 05:38:45 მსოფლიო
ციმბირში ტყის მასივი იწვის. ხანძარი 28 000 ჰექტარზეა გავრცელებული.ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები და მოხალისეები ცდილობენ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, რეგიონში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, რაც ცეცხლის გავრცელებას ხელს შეუწყობს.
ორგანიზაცია "გრინპისის" მონაცემებით, მიმდინარე წელს ხანძრების შედეგად ციმბირში 5 მილიონამდე ჰექტარია დამწვარი.


