Accentnews.ge
ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს

21/07/2020 05:23:56 მსოფლიო

ევროკავშირის ლიდერებმა ახალი კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმება ითვალისწინებს ბლოკის მიერ 750 მილიარდი ევროს გამოყოფას, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება. 390 მილიარდი ევრო გრანტის, ხოლო 360 მილიარდი ევრო დაბალპროცენტიანი სესხის სახით გაიცემა.

კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული მასშტაბური სტიმულირების ფონდის შექმნის თაობაზე ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში ოთხი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. ეკონომიკური სტიმულირების გეგმის დასამტკიცებლად საჭირო იყო ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს მხარდაჭერა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S