"ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი სამჯერ გაიზარდა"
20/07/2020 22:51:35 მსოფლიო
ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი შეზღუდვების მოხსნიდან სამ კვირაში სამჯერ გაიზარდა,- იუწყება „როიტერი“.
როგორც იუწყებიან, შემთხვევების უმეტესობა კატალონიისა და არაგონის რეგიონებში ფიქსირდება.
როგორც ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ქვეყანაში ამჟამად 201 ახალი კლასტერია აღრიცხული. ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი განსაკუთრებით თვალსაჩინოდ გაიზარდა ბარსელონას სიახლოვეს.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თუ ივნისის ბოლოს ქვეყანაში მცხოვრებ ყოველ 100 000 მოქალაქეზე რვა შემთხვევა მოდიოდა, ახლა მათი რიცხვი 27-მდეა მომატებული.
უქმე დღეებში ესპანეთში 4500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ კატალონიაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია.


