Accentnews.ge
New York Times: ქვეყანა, რომელიც COVID-19-ის პანდემიიდან გამარჯვებული გამოვა

New York Times: ქვეყანა, რომელიც COVID-19-ის პანდემიიდან გამარჯვებული გამოვა

20/07/2020 20:26:53 მსოფლიო

გერმანიის ეკონომიკა გახდება უფრო ძლიერი და კორონავირუსის პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო განვითარდება,– ასკვნის The New York Times.

კერძოდ, გამოცემის ცნობით, ბერლინმა კორონავირუსთან ბრძოლაში ძლიერი მხარეების დემონსტრირება მოახდინა: ხელისუფლებამ მიიღო ეფექტური გადაწყვეტილებები, არ მოხდა ვალის ზრდა და შეინარჩუნა საქმიანი რეპუტაცია, რის შედეგადაც მსოფლიოში ვაჭრობის შემცირების ფონზე, გერმანიიდან ექსპორტის მოცულობა შენარჩუნდა.

„გერმანიის ბიუჯეტი პანდემიის დასაწყისში პროფიციტული იყო. ამის გამო ხელისუფლებამ შეძლო COVID-19-ის პანდემიის დროს მოსახლეობისთვის თანხის ჩარიცხვა, გადასახადების შემცირება და ბიზნესზე კრედიტების გაცემა“,– წერს გამოცემა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S