Accentnews.ge
ჯანმო აფრიკაში კორონავირუსის გავრცელების აჩქარებით შეშფოთებულია

ჯანმო აფრიკაში კორონავირუსის გავრცელების აჩქარებით შეშფოთებულია

20/07/2020 20:22:22 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ შეშფოთებულნი არიან აფრიკის კონტინენტზე კოვიდ-19-ის ეპიდემიის აჩქარებით.

„მე ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რომ აფრიკაში დაავადების აჩქარების პროცესს ვხედავთ. ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ სიტუაციას და სოლიდარობა გამოვაჩინოთ დაზარალებული ქვეყნების მიმართ“, - აღნიშნა ჯანმო–ს საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფრიკაში კორონავირუსის 721 187 შემთხვევა დადასტურდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში კონტინენტზე კორონავირუსის 57 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S