Accentnews.ge
საქართველოში შედარებით აგრილდება

საქართველოში შედარებით აგრილდება

20/07/2020 20:02:01 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - იუწყებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსები.

20 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდა: ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 35, 40, ქვეყნის მთიან რაიონებში კი 33, 38 გრადუსის ფარგლებში იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S