ზახაროვა – კადიროვის „შავ სიაში“ შეყვანაზე: „სარკისებური პასუხის გაცემა რთული იქნება“
20/07/2020 19:57:32 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი იპოვის გზას, უპასუხოს აშშ-ის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერისთვის სანქციების დაწესებას.
„სარკისებური პასუხის გაცემა რთული იქნება, მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ“, – წერს მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ სანქციებს უწესებს რამზან კადიროვს და მისი ოჯახის წევრებს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, კადიროვის წინააღმდეგ სანქციები მის მიერ ადამიანების უფლებების დარღვევის გამო დააწესეს.


