Accentnews.ge
ისრაელში ექთნების საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

ისრაელში ექთნების საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

20/07/2020 12:55:18 მსოფლიო

ისრაელში ექთნების საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, - იუწყება BBC. გამოცემის ცნობით, ექთნები კადრების დეფიციტსა და კორონავირუსის გამო გაუარესებულ სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

„სხვა არჩევენი არ გვაქვს, იძულებულები ვართ, საკითხს თავად მივხედოთ და ჯანდაცვის სისტემა ზამთარში მოსალოდნელი კოლაფსისგან დავიცვათ“, - განაცხადა ექთნების კავშირის ხელმძღვანელმა ილანა კოენმა.

როგორც BBC იუწყება, რომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის 800-ზე მეტი მედდა კარანტინში იმყოფება, საავადმყოფოებში კი მათი შემცვლელები არ ჰყავთ.

პანდემიის გავრცელების დროიდან ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 50 714 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 415 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S