Accentnews.ge
გამყრელიძე და იმნაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციაზე  დასწრების მიზეზებს განმარტავენ

გამყრელიძე და იმნაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციაზე  დასწრების მიზეზებს განმარტავენ

20/07/2020 11:36:11 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციაზე დასწრების მიზეზებს განმარტავენ.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, იგი "აპოლიტიკური ფიგურაა":

"პოლიტიკურ სიმპათიებზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს საუბრის არც უფლება და არც სურვილი. მე აპოლიტიკური ფიგურა ვარ და წარმოვადგენ სახელმწიფო დაწესებულებას. დღეს მიწვეული ვიყავი, როგორც ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი. დღეს წარმოვადგენ სახელმწიფოს და სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტიტუციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში და ამიტომ მე იქ მიწვეული ვიყავი, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი“.

კითხვაზე, მსგავს ღონისძიებაზე ოპოზიციამაც რომ დაპატიჟოს მივა თუ არა, ამირან გამყრელიძე აცხადებს: „გააჩნია ვინ დამპატიჟებს და როგორ“.

პაატა იმანაძის თქმით კი, „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე დასწრება მის პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს.

"რომ არ მიანიშნებდეს, მე დღეს იქ არ ვიქნებოდი“.

კითხვაზე, მივიდოდა თუ არა ღონისძიებაზე ოპოზიციის მიწვევის შემთხვევაში, იმნაძემ შემდეგი განაცხადა:

„გააჩნია ოპოზიციას. ნორმალური ადამიანი იმასთან არ მიხვალ, ვინც ყოველ დღე გაგინებს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S