ეკატერინე ტიკარაძე: "ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარებისკენ"
20/07/2020 11:24:07 საზოგადოება
"ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს უსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარებისკენ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„ქართველი ხალხი კვლავ გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივპასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს 2020 წლის არჩევნებში. ჩვენ ამაში დარწმუნებულივართ. ჩვენი მოსახლეობა გაკეთებს არჩევანსუსაფრთხოების, კეთილდღეობის და განვითარებისკენ“- ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისადა სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარიდეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ შეძლებსქართველ ხალხს არ გაუმტყუნოს ის მოლოდინი, რომელსაც ჩააბარებს ქართულ ოცნებას. „პარტია “ქართული ოცნება“ თავისი სრული გუნდით,პასუხისმგებლიანი და მაღალპროფესიონალური კადრებით შეძლებს არ გაუმტყუნოს ქართველ ხალხსის მოლოდინი, რა პასუხიმგებლობასაც მოსახლეობა კიდევ ერთხელ ჩააბარებს ქართულ ოცნებას“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.


