Accentnews.ge
საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

20/07/2020 10:53:07 საზოგადოება

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტი 72 წლის მამაკაცია. ის მცხეთის კლინიკაში მკურნალობდა. პაციენტი ინგოროყვას კლინიკიდან გადაიყვანეს მცხეთაში და მას თირკმლის უკმარისობა ჰქონდა.

ქვეყანაში სულ 1 039 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S